როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიზე აცხადებს, აღნიშნულ ქონებაზე გამამტყუნებელი განაჩენი ამ დრომდე არაა გამოტანილი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სააკაშვილის მიერ ჩამორთმეულ და ერთ ლარად გადაცემულ სახლში ცხოვრობს, რომელზეც გამატყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ არის. ერთხელაც არ გასჩენია სურვილი პაპუაშვილს იმისა, რომ უკანონო სახლი დაეტოვებინა და ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმას რასაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა აპროტესტებს 9 წელი. ვგულისხმობ იმ ფაქტს რომ ჩვენი ქვეყანა მოწინავე იყო მსოფლიოში პატიმართა რადოდენობით და სიკვდილიანობით“, - აცხადებს ბაკურიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.