იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ამერიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასე სწრაფად მიმიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ჩვენი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურის საკითხები. მათ შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხიც. აღვნიშნეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება ამ და სხვა სფეროებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.