ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ ”ფე-ეს-ბე” ე.წ. საზღვართან ხანძრის გაჩენაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. როგორც Sputnik-ossetia იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ”ფე-ეს-ბე” სასაზღვრო სამმართველოდან აცნობეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩენილ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათეთრის სიახლოვეს გაჩნდა. ოსური მხარის მტკიცებით, "ბოროტმოქმედებმა ხანძრის სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გავრცელების მიზნით" ქართულ სოფელ ღოღეთთან გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდეს.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ანალოგიური შემთხვევა გასულ თვესაც მოხდა.