თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი ხელს რიგით მოსამართლეებს ახოცავს, რაც მისი მხრიდან არასწორია.
ამის შესახებ გიგი უგულავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"შეუძლებელია იმ ადამიანისგან რამე გამოვიდეს, რომელიც მინისტრის პოზიციაზეა და პირველივე მოსახვევში ხელს რიგითს ახოცავს. ასეთი მინისტრები რომ გვყავს, იმიტომაა ეს მთავრობა ჩამოშლის პირას. ეს მხოლოდ ჩემზე კი არ მოქმედებს, ყველა იმ ადამიანზე მოქმედებს, რომელსაც 9-თვიანი პატიმრობა გაუგრძელეს", - აღნიშნა პროცესზე უგულავამ
მანვე პროცესზე აღნიშნა, რომ იცოდა ბიძინა ივანიშვილი მას დააპატიმრებდა და ამ გზის გავლა მოუწევდა.