"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთში პარტიის წარმომადგენლების დაკავებას არაკონსტიტუციურს უწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების - ილია მალაზონიას, ბესო ქათამაძისა და დათო მჟავანაძის დააკავებას არაკონსტიტუციურად აფასებს.

პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები.

"მიგვაჩნია, რომ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი, წარწერით - „მატყუარა მთავრობა“, იყო მხოლოდ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ მიზეზით მათი დაკავება კი, კანონის უხეში დარღვევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამავე ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში დღის 12 საათზე, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა პრემიერის მოსახლეობასთან შეხვედრას მასწავლებლებიც დასწრებოდნენ", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.