თურქეთში მედიაჰოლდინგ Dogan Media Holding-ს ტერორიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

თურქეთში მედიაჰოლდინგ Dogan Media Holding-ს ტერორიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

თურქეთის საგამოძიებო სამსახურმა მედიაჰოლდინგ Dogan Media Holding-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, მედიაჰოლდინგი ტერორიზმის პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი.

გამომძიებლები შეამოწმებენ იმ სტატიებსა და მასალებს, რომლებიც სამთავრობო ჯარებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

Dogan Media Holding-ის შემადგენლობაშია გაზეთი "ჰურიეთი", რომელიც თურქეთში ყველაზე დიდი ტირაჟით გამოდის. მომხდარზე მედიაჰოლდინგის წარმომადგენლები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.