არსებული ინფორმაციით ოზურგეთში ბანერის გაკვრის გამო

არსებული ინფორმაციით ოზურგეთში ბანერის გაკვრის გამო "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების მიერ "ჭადრების ბაღის" წინ მდებარე კორპუსიდან გადმოფენილი ბანერი - "მატყუარა მთავრობა" პოლიციამ უკვე ჩამოხსნა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცახდებით, მათი ორგანიზაციის სამი წევრი, ბესო ქათამიძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია დაკავებულები არიან და ისინი ოზურგეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში უკვე გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მათთვის ბრალი ოფიციალურად ამ დროისთვის არ წაუყენებიათ. შსს-ში აღნიშნულ საკითხზე კომეტარი მოგვიანებით გაკეთდება.