სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებას შესაძლოა, რეგიონის დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამის შესახებ სარგსიანმა ტაჯიკეთში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა ლიდერებს მიაწოდა.
"საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების არარსებობის ფონზე, აზერბაიჯანული მხარე ვითარების გამწვავებას ცდილობს, რამაც შესაძლოა, მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა სარგსიანმა.