სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ.საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ.საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს. ამის შესახებ ოსური მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება.

"მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე 19, 20 და 21 სექტემბერს შეწყდება", - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა 22 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.