დალია გრიბაუსკაიტე:    უსაფრთხოების გაძლიერებისათვის საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს

დალია გრიბაუსკაიტე: უსაფრთხოების გაძლიერებისათვის საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს

უსაფრთხოების გაძლიერებისათვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, - ეს კომენტარი ლიტვური გამოცემა Delfi-ის ცნობით, ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ვილნიუსში ვიზიტის დროს გააკეთა.

"ეს პერიოდი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც საქართველოს, მის დემოკრატიას და თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ლიტვის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავს გარდაქმნას სჭირდება დრო და მცდელობა. ნამდვილი ცვლილებებისთვის საჭიროა არამხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერა, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის სოლიდარობა რეფორმირების პროცესში", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ თინა ხიდაშელთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები. ასევე ქვეყანამ სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს. გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობას და სურვილს.

თავის მხრივ, ლიტვური გამოცემა "დელფის" ცნობით, თინა ხიდაშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას.

"თუ მსოფლიოში არსებობს რომელიმე ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ეს არის საქართველო. MAP-ის ინიცირება არ არის საქართველოს მისწრაფება, საქართველოს მისწრაფება არის ნატო-ს წევრობა", - აღნიშნა ხიდაშელმა.