ბანკებში დოლარის ფასი 2.43-დან 2.46 ლარამდე მერყეობს

ბანკებში დოლარის ფასი 2.43-დან 2.46 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.46 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. 

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.46 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.34 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3800 ლარად. 

"ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4370 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4050 ლარს მიიღებს. 

რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4400 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3600 ლარადაა შესაძლებელი. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4015 ლარი გახდა.