მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს

მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს

ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს. 

ამის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

"პარასკევს, როდესაც კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივითა და "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით მევენახეები მოვიდნენ, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ორშაბათს ან სამშაბათს კომიტეტის სხდომას ჩავატარებდით. ამ სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ სამშაბათს ვაპირებთ კომიტეტის სხდომის ჩატარებას", - განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.