აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლებამ რუსული ბაზრის მიმართ ცრუ მოლოდინი გააჩინა

აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლებამ რუსული ბაზრის მიმართ ცრუ მოლოდინი გააჩინა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ბაზრის მიმართ ცრუ მოლოდინები გააჩინა, რაც ქვეყანას, საბოლოოდ სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, საქართველოს თავისი 25 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ყველაზე არაადეკვატური და არაპროფესიონალი მთავრობა ჰყავს.

"ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ცრუ მოლოდინების გამო, რუსული ბაზრის მიმართ, საქართველო გამოუვალ ჩიხში შევიდა. ეს მხოლოდ რთველის პრობლემა არაა, ჩვენ წელს იგივე კრიზისული მდგომარეობა გვექნება მეხილეობაში, მემწვანილეობაში და ა.შ. საქარვველოს ელოდება ძალიან მწვავე კრიზისული პერიოდი, რაც მთავრობისა და ივანიშვილის პოლიტიკის, მათი მხრიდან ცრუ მოლოდინების გაჩენის ბრალია", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.