"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას და აღნიშნული დოკუმენტის პარლამენტისთვის წარდგენას ითხოვს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, მთავრობის ანგარიში პარლამენტში იმ მიზნით არ შედის, რომ "ის დეპუტატებმა თხა და გიგოსავით დაიკავონ ხელში".

მისივე თქმის, მთავრობა და უმრავლესობა ანგარიშის სესიაზე გატანით თავად არ არიან დაინტერესებული, რადგან "უნიათო და არაკომპეტენტურ ხელისუფლებას მოსახლეობისათვის სათქმელი არაფერი აქვს".

"ქვეყანაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად ისეთი მდგომარეობაა, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა თავად უნდა იყოს დაინტერესებული მოვიდეს პარლამენტში და მოსახლეობას ძალიან გასაგებად აუხსნას, როგორ აპირებს ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას. როდესაც ექსპორტი შემცირდა, როდესაც ლარი ყოველდღიურად უფასურდება, როდესაც უმეშევრობა იზრდება და ეკონომოკური პრობლემების პიკია, მთავრობამ უნდა ისაუბროს, თუ რას აპირებს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ამით არ არიან დაინტერესებულნი, რადგან უნიათო და არაკომპეტენტურ მთავრობას არაფერი აქვს სათქმელი", - აცხადებს მაჭავარიანი.