საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით მისასალმებელია.
როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, აღნიშნული პროექტის წარმატებისთვის მსხვილი დასავლური პროექტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„აბრეშუმის გზა არის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მოდელი. იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ორიენტაცია სრულად განხორციელდეს აუცილებელია ფართო ეკონომიკური კავშირების განვითრება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი დასავლური ორიენტაცია სრულყოფილი. ამერიკის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია გამომდინარე იქედან, რომ მსხვილი დასავლური კომპანიების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის წარმატებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.