გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებმა გიორგი ჭანყოშვილი მევენახეების აქციაზე გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს აგინა და ხელი გაარტყა.

ჭანყოშვილი პოლიციამ დააკავა. ინცინდენტის შემდეგ გიორგი ღვინიაშვილმა განცხადება გააკეთა. დეპუტატი ინცინდენტს პრემიერის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების მითითებით მოხდა, რადგან დღეს პრემიერმა სწორედ მასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ სწორედ იგი მართავს კახეთში აქციებს და შსს მინისტრს აქციიდან მისი გაძევების შესახებ მოუწოდა.

დეპუტატი ამბობს, რომ ის აქციის მოანწილეებს არ დატოვებს და ბოლომდე მათან ერთად იქნება. ამ დროისთვის საპროტესტო აქციამ გურჯაანი-ბაკურციხე-თბლისის დამაკშირებელ მაგისტრალზე გადმოინაცვლა, სადაც მევენახეებს სავალი გზაა აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.