სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სოხუმთან ახლოს 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმოლოგმა, ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 42 კილომეტრში, მთებში დაფიქსირდა.
მიწისძვრა საშუალო სიმძლავრის იყო და ბიძგები ზუგდიდშიც შეიგრძნეს. მიწისძვრა დაახლოებით 13.08 საათზე მოხდა.
სეისმოლოგებისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ რაიმე ზიანი.