ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში იმყოფებოდა და მოსწავლრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად მიულოცა.

ბახვისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ნომრებით დახვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პირველკლასელებს ახალი კომპიუტერები გადასცა.

ოზურგეთის მუნციციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინიცირებული უპრეცედენტო პროექტი  - 3 000 ლარი წარმატებულ აბიტურიენტებს და 1 000 ლარი მათ აღმზრდელ სკოლას, მუნიციპალიტეტის გამგეობამ განათლების წახალისებისა და წარმატებული მოსწავლეების სტიმულირებისთვის 50 000 ლარით დააფინანსა. პროექტის რჩეული სოფელ ბახვისა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლები გახდნენ.

შვიდი აბიტურიენტიდან შვიდივე სტუდენტი, ერთ-ერთი ნატა ბაჯელიძე 100 % -იანი გრანტის მფლობელი და სერტიფიცირებული პედაგოგები - ეს  სოფელ ბახვის საჯარო სკოლის გასული სასწავლო წლის მონაპოვარია. სოფელ ოზურგეთიდან  100 %-იანი გრანტი ამავე სოფლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე მიქატაძემ მიიღო.

„ზოგადი განათლების წახალისება და წარმატებული მოსწავლეების სტიმულირება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ გვყავს გამორჩეული მოსწავლეები და არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებმაც დღეს ასეთი სიამაყის მიზეზი მოგვცეს. ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, სკოლების ადმინისტრაციებს, აბიტურიენტებს, ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს. მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტში მეტ თანხებს ჩავდებთ, რათა ეს გახდეს სტიმული და მოტივაცია მეტი წარმატებული მოსწავლის აღზრდისთვის", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

წარმატებული აბიტურიებტებს, ნატა ბაჯელიძესა და სალომე მიქატაძეს მუნიციპალიტეტი 3 000 ლარით 18 სექტემბერს დააჯილდოვებს.