„მოქალაქე“ უტა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობას უარყოფს

„მოქალაქე“ უტა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობას უარყოფს

საზოგადოება "მოქალაქე" განცხადებას ავრცელებს, რომლის საშუალებითაც  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლი ჩართვას უარყოფს.

როგორც "მოქალაქეში" აღნიშნავენ, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოება „მოქალაქე“ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე - სამომავლოდ", - ნათქვამია საზოგადოება "მოქალაქის" განცხადებაში.