გურჯაანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გურჯაანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გურჯაანში აქციის მონაწილეებმა თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთი გადაკეტეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება , ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მევენახეები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან არიან შეკრებილი და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაშლას არ აპირებენ და ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან.

გლეხები ადგილზე პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ.