"მასწავლებელთა ხელფასი გაიზარდა და მომავალი წლიდან კიდევ მოიმატებს"

პრემიერ-მინსიტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან მომატებულ ხელფასს აიღებენ, თუმცა, მათი ხელფასები მომავალი წლიდან კიდევ გაიზრდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მასწავლებელთათავის მნიშვნელოვანი სტიმულის მიმცემი იქნება ხელფასების მატება. მისი თქმით, პედაგოგები სახელმწიფოსგან ღირსეულ დაფასებას იმსახურებენ.

"დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მინდა ყველას მივულოცო. მინდა გითხრათ, რომ მასწვალებელთა ხელფასები უკვე გაიზარდა. დღეიდან შევიდა განკარგულება ძალაში და მომატებული ხელფასები ექნებათ და მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს ტენდენცია, რაც ვფიქრობ, იქნება მნიშნელოვანი სტიმულის მიმცემი ჩვენი პედაგოგებისთვის. ისინი მართლაც იმსახურებენ სახელმწიფოსგან ღირსეულ დაფასებას და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ასევე, უკვე მესამე წელია მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების პროექტი მოსწავლეებისთვის, უფასო ტრანსპორტირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის განათლება ყველაზე მთავარია. ასევე, ჩინეთში ვიზიტისას მე შევხვდი "ჰუავეის" აღმასრულებელ დირექტორს და მან გამოხატა კეთილი ჟესტი და თქვა, რომ 20 ქართველ სპეციალისტს გადაამზადებენ ჩინეთში უფასოდ და განათლების მინისტრს ვთხოვთ, შეარჩიონ კანდიდატურები", - განაცხადა პრემიერმა.