გურჯაანის გამგეობასთან მევენახეების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს

გურჯაანის გამგეობასთან მევენახეების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს

გურჯაანის გამგეობის წინ რამდენიმე რაიონის მევენახეა შეკრებილი. მათი მოთხოვნა უცვლელია - გაიზარდოს ყურძენზე დაწესებული ფასი და მინიმუმ ერთი ლარი გახდეს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ადგილზე. კახელ მევენახეებს რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი შეხვდა. შიოლაშვილმა სახელმწიფოს პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ უცვლელია გადაწყვეტილება ფასის თაობაზე. მისივე თქმით, ყურძენზე დაწესებული ფასი რქაწითელზე 60 თეთრს, ხოლო საფერავზე 85 თეთრს გადაიხდიან.

აქციას შეუერთდა პარლამენტარი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ღვინიაშვილი.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის ბოლომდე იზიარებს გლეხების პროტესტს და საპროტესტო აქციაზე მათთან ერთად იქნება. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია.