ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების გადაცემის პროცესის გაჭიანურება სხვადასხვა მოვლენებმა გამოიწვია.
მინისტრის თქმით, კომისია მალე შეიკრიბება და გადაწყვეტს, ვინ რომელ ბინაში შესახლდება.
"ჰუალინგ ჯგუფს" ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ბინები ჩვენთვის ჩაებარებინა, თუმცა, ოლიმპიური თამაშის და სხვა მოვლენების გამო, მცირედით გადაიდო ეს ვადა. ოქტომბრის ბოლომდე ყველაფერი დასრულებული იქნება. ჩვენ ველოდებით რემონტის დასრულებას. მონიტორინგი უკვე დამთავრებულია. ვიცით ვის რამდენი ქულა აქვს. ძალიან მალე შეიკრიბება კომისია და ადამიანებს ზუსტად ეცოდინებათ, ვინ სად შესახლდება",- განაცხადა სუბარმა.