დღეს, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

დღეს, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

აქვე აცხადებენ, რომ რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია.