საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძისგან სახელმძღვანელოების საკითხით დაინტერესდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თამარ სანიკიძემ სოფელ წილკანის საჯარო სკოლაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. პრემიერი სახელმძღვანელოების საკითხით დაინტერესდა.
"თამარ, რატომ ამბობდნენ, რომ ახალი წიგნები არ არისო?" -ჰკითხა პრემიერმა განათლების მინისტრს, რაზეც თამარ სანიკიძემ უპასუხა, რომ სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი, ნაწილი კი გამოყენებულია. პრემიერმა გამოყენებული წიგნი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ "გასაგებია".
"არაუშავს, მაგათ გვაკრიტიკონ, ჩვენ საქმე ვაკეთოთ", - განაცხადა პრემიერმა. თავის მხრივ, განათლების მინისტრმა დასძინა, რომ მთავარია ბავშვს წიგნი აქვს.
"მთავარია ბავშვს წიგნი აქვს, ვინ დაეძებს მაგას, რა ღირს დღეს წიგნები", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.