თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10:30 საათის მონაცემებით მოძრაობა შეფერხებული იყო საბურთალოზე, კერძოდ, ბულაჩაურისა და შარტავას ქუჩებზე, ასევე სააკაძის მოედანზე.
მოძრაობა გადატვირთულია თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზეც. მოძრაობა შეფერხებულია ასევე სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.