გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. 

გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პირველ კლასიკურ გიმნაზიას სტუმრობდა.

"მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ეს აღტაცება ერთად ყოფნის, ერთად სწავლის მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა სკოლა დაათვალიერა და მის ყოფილ რამდენიმე პედაგოგს შეხვდა. 

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი პირველი კლასის საკლასო ოთახს ესტუმრა და პირველკლასელებს სწავლის დაწყება კიდევ ერთხელ მიულოცა.