საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მერვედფინალში ლიტვასთან ანგარიშით 85:81 წააგო.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა, ლიტველებიდან კი ყველაზე კარგი შედეგი იონას მაჩიულისს ჰქონდა (34 ქულა). ლიტვის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას 16 სექტემბერს დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ისრაელი დაამარცხა.