ყვარლისა და თელავის რაიონის რამდენიმე სოფლის მევენახეები, თელავი-ყვრალის დამაკავშირებელ ხიდზე შეიკრიბნენ. ისინი გზის გადაკეტვას აპირებდნენ.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მევენახეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა. უცვლელია მევენახეების მოთხოვნა, ისინი ყურძენზე დაწესებული ფასის გაზრდას ითხოვენ.
როგორც მევენახეები აცხადებენ, სახელმწიფო ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ღვინის ქარხნები გახსნილია და ყურძნის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ქარხნები მხოლოდ დასეტყვილ ყურძენს 5 თეთრად იბარებენ. გლეხები ამ დრომდე ითხოვენ, რომ მათთან სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე ჩავიდეს და მათი პრობლემებით დაინტერესდეს.
მევენახეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ, დროულად ჩაერთოს პროცესში და მევენახეებისთვის ყურძენზე დაპირებული ერთი ლარი, დაწესდეს.
ამ დროისთვის, საპროტესტო აქციაზე "რთველი 2015"-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იმყოფებიან.