საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ლიტვას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ლიტვას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დღეს ლიტვას დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მერვედფინალური შეხვედრები საფრანგეთის ქალაქ ლილში ტარდება.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ტურინირის ფორმატის მიხედვით, D ჯგუფის გამარჯვებულ ლიტვას ხვდება, ამ შეხვედრაში გამარჯვებული კი მეოთხედფინალში ისრაელი-იტალიის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გუშინ გაიმართა მეოთდხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები. ლატვიამ-სლოვენია 73:66 დაამარცხა, საბერძნეთმა ბელგია - 75:54, ესპანეთმა პოლონეთი 80:66 და საფრანგეთმა თურქეთი 76:53.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ასპარეზობს: ჯეიკობ პულენი (მცველი), ცედევიტა (ხორ); ნიკა მეტრეველი უკლუბოდ; ზაზა ფაჩულია დალასი (NBA); გიორგი ცინცაძე შსს-აკადემია (საქ); გიორგი შერმადინი, ანდორა (ესპ); დუდა სანაძე, სან დიეგო (NCAA); მანუჩარ მარკოიშვილი, დარუშაფაკა (თურ); ლევან ფაცაცია, უკლუბოდ; ვიქტორ სანიკიძე, ანკარა (თურ); ბექა ბურჯანაძე, კორუნა (ესპ); თორნიკე შენგელია; კახა ლაბორალი (ესპ); ბესიკ ლეჟავა, ბათუმი (საქ). მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერ).