ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
"ბიბისის" ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რესტორანში ათობით ადამიანი საუზმობდა. ჯერ უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზები. პოლიციის წინასწარი ვარაუდით, ბუნებრივი აირის ავზი აფეთქდა, რასაც ხანძარიც მოჰყვა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანების ნაწილი ევაკუირებულია. არიან დაშავებულებიც. დაახლოებით 20 დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე შენობებიც.