გურჯაანში მევენახეებმა აქციები 14 სექტემბრამდე შეაჩერეს

გურჯაანში მევენახეებმა აქციები 14 სექტემბრამდე შეაჩერეს

გურჯაანში მევენახეებმა აქციები 14 სექტემბრამდე შეაჩერეს. გუშინ გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდონ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით.

გუშინ აქციის მონაწილეებს შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, საიდანაც 4 სახელმწიფოა. მისივე თქმით, კოტეხის ღვინის ქარხანა რქაწითელს 70 თეთრად იბარებს და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები არ გადაიხედება. აღნიშნულ განცხადებას გლეხების პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. მევენახეები პარლამენტის კომიტეტების გადაწყვეტილებას ელოდებიან.