ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელს სიაო კანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა  ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმები და ეკონომიკური პრიორიტეტები გააცნო.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართული მხარის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას და ჩინური ინვესტიციების გაძლიერებას საქართველოში.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების კომისიას მცირე კომპანიების ბირჟაზე გაყვანის კარგი გამოცდილება აქვს. საუბარი, ასევე, მცირე მეწარმეობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.