გორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.