ევროკომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ვერ პროგნოზირებს, როდის იქნება შესაძლებელი უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. თუმცა, იმედოვნებს, რომ უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის ანგარიში ვიზალიბერალიზაციის კუთხით დადებითად შეფასდება.
"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჰანმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ დადებით ანგარიშს სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2008 წლის 29 ოქტომბრიდან დაიწყო. მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა უკრაინამ 2010 წლის ნოემბერში მიიღო