სულ მცირი 154 ადამიანი დაშავდა სამშენებლო ამწის ჩამოვარდნის შედეგად მექაში, რომელიც მეჩეთ ალ-ჰარამს დაეცა. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვა იუწყება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა. ინციდენტის მიზეზი ძლიერი წვიმა და ქარი გახდა.
მეჩეთი ალ-ჰარამი მსოფლიოში მთავარი და უდიდესი მეჩეთია, რომლის ეზოშიც მთავარი მუსლიმური სიწმინდე - ქააბა მდებარეობს.