უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის შს მინისტრის მკვლელობა აღკვეთეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის შს მინისტრის მკვლელობა აღკვეთეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მთავარ სამხედრო პროკურატურასთან ერთად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვის მკვლელობა აღკვეთა. ასევე იგეგმებოდა სხვა მაღალჩინოსნების შეკვეთილი მკვლელობები კიევსა და ხარკოვში.

"უნიანთან" საუბარში უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელიც მაღალჩინოსნების, დეპუტატებისა და ბიზნესმენების მკვლელობას გეგმავდა.

მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია "შეკვეთილი მკვლელობის" მუხლით და ეჭვმიტანილთა დისლოკაციის ადგილების ჩხრეკა მიმდინარეობს.