ყირიმში ვლადიმერ პუტინი სილვიო ბერლუსკონის შეხვდა

ყირიმში ვლადიმერ პუტინი სილვიო ბერლუსკონის შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყირიმში იტალიის ყოფილ პრემიერს, სილვიო ბერლუსკონის შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

უცნობია შეხვედრის დეტალები და ის საკითხები, რაზეც ბერლუსკონიმ და პუტინმა ისაუბრეს. რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის სკანდალურ ყოფილ პრემიერს შორის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ბერლუსკონი ყირიმში სოჭში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. ჯერ უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩება იგი ყირიმის ნახევარკუნძულზე.