პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიში შევიდა. როგორც პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განმარტავენ, დოკუმენტი ბიუროს ორშაბათს წარედგინება და განსახილველად კომიტეტებს გადაეცემა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. რეგლამენტში ასევე წერია, რომ პრემიერ-მინისტრი ანგარიშს პარლამენტს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში წარუდგენს.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია და შეუძლია ანგარიში პარლამენტს წერილობითი ფორმით ჩააბაროს.