მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, ოთხი ადამიანი დაიკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია. აქციის მონაწილეებს განსაკუთრებულ უხეშობაში ადანაშაულებენ პოლიციელ გიორგი ნასყიდაშვილს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვლიც.

ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია.

აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.

ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ.