აქციის მონაწილეებმა თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გზა მევენახეებმა გადაკეტეს , რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.

ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ.