თურქეთის ქალაქ ჯიზრეში სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქურთი მებრძოლები არიან. თუმცა, "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენელთა ცნობით, დაღუპულთაგან დაახლოებით 20 ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქეა.
ქალაქ ჯიზრეში თურქეთის არმიამ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიური გახდა.
არმია ქურთების პოზიციებს უტევს. საპასუხოდ ამბოხებულები თითქმის ყოველდღე ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობენ.