სირიისკენ მიმავალ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე უკრაინამაც ჩაუკეტა

სირიისკენ მიმავალ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე უკრაინამაც ჩაუკეტა

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიის მიმართუელბით გადაადგილდებიან, საკუთარი საჰაერო სივრცე დაუკეტა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

"გავეცი განკარგულება გაძლიერდეს კონტროლი რუსეთის ყველა თვითმფრინავზე, რომელიც სირიის მიმართულებით გადაადგილდება. საჰაერო სივრცე ასეთი თვითმფრინავებისთვის უკრაინის ტერიტორიის თავზე სრულიად დაკეტილია, ხოლო ნეიტრალური წყლების თავზე არსებული საჰაერო სივრცე კონტროლდება განსაკუთრებულად", - განაცხადა იაცენიუკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 

ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სირიის მიმართულებით გადაადგილდებიან, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა ბულგარეთმაც. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დანიელ მიტოვმა განმარტა, რომ ამ თვითმფრინავებს დერეფანი დაეთმობათ, თუკი რუსეთის თვითმფრინავები ბულგარეთში დაეშვებიან შესამოწმებლად. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას სურს დარწმუნდეს, რომ კონფლიქტის რაიონში ნამდვილად ჰუმანიტარული ტვირთი ჩადის და არა იარაღი.