საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები "ევრობასკეტის" მერვედფინალში გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა, ხორვატიასთან გუშინდელი გამარჯვების შემდეგ თავის ქვეჯგუფში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და მერვედფინალში D ჯგუფის პირველ ადგილოსანს, ლიტვას დაუპირისპირდებიან. 

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ხორვატია და მაკედონია დაამარცხა, ხოლო ჰოლანდიასთან, საბერძნეთთან და სლოვენიასთან დამარცხდა. 

ამასთან, ქართველი კალათურთელებიდან ყველაზე მეტი ქულა ყველა შეხვედრაში ჯამურად თორნიკე შენგელიამ მოაგროვა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი, ხორვატიასთან გუშინდელი თამაში იყო, როდესაც ქართველმა კალათბურთელებმა ჩემპიონატის მასპინძელ ხორვატას 13 ქულით, 71:58 დაამარცხა. 

პლეიოფის შეხვედრები 12-20 სექტემბერს საფრანგეთში გაიმართება.