რა ხდება საბანკო სექტორში?

რა ხდება საბანკო სექტორში?

ლარის კურსი ისევ ეცემა, სავალუტო ბაზარზე ლარის გაყიდვის კურსი დღეს დილიდან მკვეთრად გაიზარდა და 2.42 დან 2.48 ნიშნულზე დაფიქსირდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სებ-მა უკვე დაიწყო კომერციული ბანკებისათვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა.

რამდენად არის დაკავშირებული დარეზერვების მოთხოვნა სავალუტო კურსის გაუფასურებასთან და საკრედიტო რისკების ზრდასთან, მით უმეტეს როდესაც სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია გაცემული და ეს არც თუ ისე მცირე, მთლიანად გაცემული სესხების 63 პროცენტია. ცნობილია, რომ საკრედიტო რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მისი გადახდისუნარიანობის შემცირებული მაჩვენებელი  და შესაბამისად, თუ ეს მაჩვენებელი იზრდება,  იზრდება საკრედიტო რისკი. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს გაზრდილი რისკების დასაზღვევად შეუძლია მოითხოვოს აღნიშნულ სესხებზე არსებული რეზერვების მაჩვენებელის გაზრდა.

ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა გარკვეული კითხვები, რომლებიც ღიად მაინც რჩება. ლარის გაუფასურება გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა და შესაბამისად, ცოტა გაუგებარია საკრედიტო რისკების შესამცირებლად და თუნდაც პრევენციისათვის სებ-მა აღნიშნული ღონისძიებები რატომ ადრე არ დაიწყო. არის თუ არა ეს  სებ-იდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებული?  რა კრიტერიუმით ხდება ბანკების შერჩევა ? ბანკების მაჩვენებლების გაუარესებით ეროვნული ბანკი ხომ არ ახდენს მომავალი პროცესების ინსპირირებას? სასურველია თუ ამ კითხვებზე პასუხს თავად ეროვნული ბანკი გასცემს.