„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გადამჭრელი ზომები მიიღოს და კახელ მევენახეებს დაეხმაროს.
როგორც გიორგი ღვინიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყურძენზე სუბსიდირების თანხებზე არ გადახედვა, მთავრობის მხრიდან თავხედობაა.
„მთავრობის დღვანდელი განცხადება ყურძენზე სუბსიდსირების თანხებზე არ გადახედვის შესახებ თავხედობა იყო. სოფლის მეურმნეობის მინისტრმა უტიფრად დაუწყო კახელ გლეხს ჭკუის სწავლება, თუ რამდენად ძვირფასია ქართველი კაცისთვის ვენახი. ჩვენ დღემდე შეგნებულად თავს ვიკავებდით რთველთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისგან, რომ მთავრობას საკითხის პოლიტიზირების საბაბი არ მისცემოდა და ყველა ღონე ეხმარა, შეხიდებოდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მევენახეებს. მით უმეტეს, რომ ეს პრობლემები მთავრობის უგუნურმა და მავნებლურმა პოლიტიკამ განაპირობა“, - გნაცხადა ღვინიაშვილმა.
მისი თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული. ამასთან ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გლეხისთვი შეთავაზებული 60 თეთრი, ლარის კურსიდან გამომდინარე, 3 წლის წინანდელ 35 თეთრს უდრის.
„შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი კახეთს პირდებოდა ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას ყურძნის მოსავლის მოყვანაში, ყურძნის ჩაბარების დროს და გასაღებისას. მომგებიან ბაზრად რუსეთს ასახელებდა. მთავრობის უნიუათობის გამო, ქართული ღვინის ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული, ხოლო სუბსიდიის სახით სთავაზობენ გლეხებს ისეთ თანხას, რომელიც მოსავლის მოყვანის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი 60 თეთრი არის 3 წლის წინანდელი 35 თეთრი. როგორც ყველა საკითხში, აქაც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და გადააგდო, უკმაყოფილოა გლეხი, ჩამბარებელი ქარხანაც და ღვინის ექსპორტიორიც. რუსეთის ბაზარი სასვეა რუსეთშივე ჩამოსხმული ყალბი ღვინით. დღეს კახელი გლეხისთვის ყოველი წუთი არის ძალიან ძვირფასი. არის სოფლები კახეთში, სადაც ყურძენმა უკვე დაიწყო გაფუჭება“ - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
ამასთან, ღვინიაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, გადამჭრელი ზომები მიიღოს, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს კახელ გლეხს მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია კახეთში ყველგან შეუერთდა მევენახეების პროტესტს.