„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ექსპორტიდან და გზავნილებიდან დოლარის შემოდინებების შემცირება იმპორტის კლებით სრულად არის კომპენსირებული.
მისი თქმით, ვალუტის კურსის გაუფასურება არამხოლოდ ლარს, არამედ რეგიონის სხვა ვალუტებსაც შეეხო, მათ შორის, ევროსაც.
„დოლარის შემოდინებების შემცირება, რაც ექსპორტიდან და გზავნილებიდან იყო, სრულად არის კომპენსირებული იმ კლებით, რაც იმპორტშია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელმა რეგიონმა განიცადა სავალუტო შოკი, ანუ გაუფასურდა არამხოლოდ ლარი, არამედ მთელი ვალუტები ჩვენს გარშემო რაც კი არის, ევროს ჩათვლით. დღესდღეისობით, როცა ცვლილების მოლოდინია, ხალხი ერიდება რისკს, ცდილობს პოზიციები არ გახსნას და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, რომ უფრო დიდი სხვაობები იყოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.