ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას მაშინ აპირებს, როცა ამის დრო დადგება.
როგორც ბურჭულაძემ ჭიათურაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკაში მოსვლის საჭიროებას ახლა არ ხედავს.
"დღეს საერთოდ არ ვარ მაგისთვის განწყობილი. არავითარ პოლიტიკოსებთან მე არავითარი მოლაპარაკებები არ მაქვს. თუ დადგება დრო, აუცილებლად მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ დღეს მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.