თუ ლევან გვაზავას მიმართ რაიმე პრეტენზიები გაჩნდება, მაშინვე ჩავერთვები

თუ ლევან გვაზავას მიმართ რაიმე პრეტენზიები გაჩნდება, მაშინვე ჩავერთვები

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის დარეჯან გილაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე ფაქტზეა აღძრული და არა ლევან გვაზავას წინააღმდეგ. ჯერჯერობით ადვოკატი პროკურატურაში ორდერის შეტანას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა განუცხადა, იგი ამჟამად კვლავ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე რჩება.

"საქმე ფაქტზეა აღძრული და არა ლევან გვაზავას წინააღმდეგ. თუკი ლევან გვაზავას მიმართ რაიმე პრეტენზიები გაჩნდება, ბუნებრივია, მაშინვე ჩავერთვები. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვას, რადგან არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა. რა თქმა უნდა, ამას დრო დაჭირდება", - განაცხადა ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა.

შემთხვევა გუშინ ოქროყანაში მოხდა. როგორც ახლობლებლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.