ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ქუთაისში, წუხელ მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ბავშვს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება. 

ექიმის განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.